ისანში სამარშრუტო ტაქსის მძღოლი მოკლეს 

18:33, 22.06.2019

ისანში მკვლელობა მოხდა. როგორც ცნობილია, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სამარშრუტო ტაქსის მძღოლი სასიკვდილოდ დაჭრეს. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

როგორც პირველ არხს, შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19 108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ამასთან, მკვლელობის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული.

მსგავსი