ისანში, ნავთლუღის ქუჩაზე დევნილები აქციას მართავენ
ისანში, ნავთლუღის ქუჩაზე დევნილები აქციას მართავენ

ისანში, ნავთლუღის ქუჩაზე დევნილები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნა იმ ბინების დაკანონებაა, რომლებშიც 2012 წლიდან ცხოვრობენ.

აქციის ერთ-ერთი მონაწილის თქმით, 230-მდე ოჯახი უკვე სამი წელია, სახლების გადაფორმებას მოითხოვს. მათი თქმით, წლებია, მერიის შესაბამისი სამსახური ბინების გადაფორმებას ჰპირდება, თუმცა პროცესი ჭიანურდება.

აქციის მონაწილეები თბილისის მერთან შეხვედრასაც მოითხოვენ.