ისანში, მეორეული ტექნიკის საწყობში ხანძარია [ვიდეო]

ისანში, მეორეული ტექნიკის საწყობში ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი 200-300 კვ.მ. ფართობზეა გავრცელებული.

როგორც საქართველოს პირველ არხს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე მობილიზებულია შვიდი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.