ისააკ ჰერცოგი - მძევლების გათავისუფლება არის მორალური და ეთიკური მოვალეობა
ისააკ ჰერცოგი - მძევლების გათავისუფლება არის მორალური და ეთიკური მოვალეობა

ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას.

„ეს არის მორალური და ეთიკური მოვალეობა, რომელიც სწორად გამოხატავს ტყვეების გამოსყიდვის ებრაულ და ისრაელის ღირებულებას. ვიმედოვნებ, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი ყველა მძევლის სახლში დასაბრუნებლად“, – ამბობს ჰერცოგი.

როგორც ისრაელის პრეზიდენტი აღნიშნავს, ისრაელი გააგრძელებს მოქმედებას საკუთარი მიზნების მისაღწევად, ისრაელის მოქალაქეების უსაფრთხოების აღდგენის პარალელურად.

ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა მძევლების გათავისუფლების შესახებ „ჰამასთან“ შეთანხმებას მხარი დაუჭირა. ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ოთხი დღის განმავლობაში 50 მძევალი გათავისუფლდება 150 პალესტინელი პატიმრის გათავისუფლების სანაცვლოდ. მათივე ცნობით, ამ დროის განმავლობაში გამოცხადება პაუზებიც.