ისააკ ჰერცოგი მადლიერებას გამოხატავს სამხედროების მიმართ, ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით გაშვებული თითქმის ყველა რაკეტისა და უპილოტო საფრენი აპარატის მოგერიებისთვის
ისააკ ჰერცოგი მადლიერებას გამოხატავს სამხედროების მიმართ, ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით გაშვებული თითქმის ყველა რაკეტისა და უპილოტო საფრენი აპარატის მოგერიებისთვის

ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა მადლიერება გამოხატა სამხედროებისა და ისრაელის მოკავშირეების მიმართ ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით გაშვებული თითქმის ყველა რაკეტისა და უპილოტო საფრენი აპარატის მოგერიებისთვის.

„დალოცვილები იყავით ძვირფასო ჯარისკაცებო, ისრაელის თავდაცვის ძალებო. გლოცავთ ერების კოალიციავ, რომელსაც აშშ და მისი პრეზიდენტი, ო ბაიდენი ხელმძღვანელობს. დაგლოცავთ თქვენ, ისრაელელო ხალხო, განსაკუთრებული გამძლეობის გამოვლენისთვის. სიკეთის ძალები ერთად დაამარცხებენ ბოროტ ძალებს“, – წერს ისრაელის პრეზიდენტი „ტვიტერზე“.

ცნობისთვის, ისრაელის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით ათეულობით უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. მოგვიანებით გავრცელდა ცნობა ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტების პირველი ტალღის გაშვების შესახებ. ამასთან, გაერო-ში ირანის მისიამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ლეგიტიმური თავდაცვის შესახებ გაერო-ს წესდების 51-ე მუხლის საფუძველზე, ირანის სამხედრო ქმედება იყო პასუხი სიონისტური რეჟიმის აგრესიაზე დამასკოში, დიპლომატიურ შენობებზე თავდასხმაზე და „საკითხი შეიძლება, დასრულებულად ჩაითვალოს“.