ისააკ ჰერცოგი - ისრაელი ვალდებულია, გააკეთოს ყველაფერი, რათა უზრუნველყოს მძევლების გათავისუფლება
ისააკ ჰერცოგი - ისრაელი ვალდებულია, გააკეთოს ყველაფერი, რათა უზრუნველყოს მძევლების გათავისუფლება

ისრაელი ვალდებულია, გააკეთოს ყველაფერი, რათა უზრუნველყოს მძევლების გათავისუფლება, – ამის შესახებ ნათქვამია ისრაელის პრეზიდენტის, ისააკ ჰერცოგის წერილშია, რომელსაც ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტის დაწყებიდან ექვსი თვის შესრულებასთან დაკავშირებით აქვეყნებს.

„ხვალ, დილის 06:29 საათზე ამ ტერორისტული თავდასხმისა და საშინელი სასაკლაოს დაწყებიდან ექვსი თვე გახდება. ნახევარი წელი ჩვენი დებისა და ძმების, ჩვენი ქვეყნისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის დაწყებიდან“, – აცხადებს ჰერცოგი.

ისრაელის პრეზიდენტი წერს, რომ ტკივილის მიუხედავად, ის სავსეა იმედით და სჯერა ისრაელის.

„ნახევარი წელია, მე ვხედავ ისრაელის საზოგადოებას მთელი თავისი დიდებით და ყოველდღე ვგრძნობ უზომო სიამაყეს, რომ ამ ერის ნაწილი ვარ”, – წერს ისააკ ჰერცოგი.