ისააკ ჰერცოგი აცხადებს, რომ ისრაელს არ სურს ომი ლიბანთან
ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი აცხადებს, რომ ისრაელს არ სურს ომი ლიბანთან. ამის შესახებ განცხადება ჰერცოგმა „სქაი ნიუსთან“ ინტერვიუში გააკეთა.
ჰერცოგი აცხადებს, რომ ისრაელს არ სურს ომი ლიბანთან და ამბობს, რომ კონფლიქტი პროვოცირებულია ირანის მოკავშირეების მიერ რეგიონში, მათ შორის „ჰეზბოლას“ და იემენელი ჰუსიტების, ასევე ღაზაში მოქმედი „ჰამასის“ მიერ.
„ისრაელი იბრძვის საკუთარი კეთილდღეობისთვის, არსებობისთვის, თავისი მოქალაქეებისთვის. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. და ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რაც სწორია“, – განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა
მისივე თქმით, ლიბანი ამჟამად ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰეზბოლას“ ჰყავს მძევლად აყვანილი.
„ჰეზბოლას“ შეიარაღება მიაწოდა ირანის ბოროტების იმპერიამ“, – თქვა ჰერცოგმა და ხაზი გაუსვა, რომ ისრაელს სურს მძევლების დაბრუნება ღაზიდან და ისრაელის მოქალაქეების დაბრუნება “თავიანთ სახლებში ლიბანის საზღვართან“.
“We have the inherent right to defend ourselves.”
Israeli president @Isaac_Herzog refuses to deny Israel was behind the exploding pagers attack against Hezbollah.#TrevorPhillips https://t.co/fhIHlpTGAF
📺 Sky 501, Virgin 602, Freeview 233 and YouTube pic.twitter.com/EBZwHkrln9
— Sky News (@SkyNews) September 22, 2024