ირპენის მერის ინფორმაციით, რუსი სამხედროების გასვლის შემდეგ, ქალაქში 290 ცხედარი იპოვეს
ირპენის მერის ინფორმაციით, რუსი სამხედროების გასვლის შემდეგ, ქალაქში 290 ცხედარი იპოვეს

ირპენიდან რუსი სამხედროების გასვლის შემდეგ, ქალაქში 290 ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას „სიენენი“ ქალაქის მერზე დაყრდნობით ავრცელებს.

ოლექსანდრ მარკუშინის თქმით, 185 ცხედარი იდენტიფიცირებულია და მათგან უმეტესობა მამაკაცია. როგორც მედია წერს, გარდაცვლილებს სასიკვდილო ჭრილობები ძირითად იარაღით აქვთ მიყენებული.

მარკუშინის განცხადებით, ხუთი ადამიანი ბავშვთა განვითარების ცენტრის ეზოშია მოკლული.