ირპენის მერის განცხადებით, ქალაქი რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს
ირპენის მერის განცხადებით, ქალაქი რუსი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს

ირპენის მერის, ალექსანდრ მარკუშინის ინფორმაციით, კიევთან ახლოს მდებარე ქალაქი ირპენი რუსი სამხედროებისგან გაათავისუფლეს და ამჟამად ქალაქში წმენდითი ოპერაციები მიმდინარეობს.

როგორც მარკუშინი აცხადებს, მიუხედავად ამისა, ჯერ ქალაქში დაბრუნება სახიფათოა.

„პოზიციებს ვამაგრებთ ჩვენს ახალ საზღვრებზე და გავაგრძელებთ სვლას და გავათავისუფლებთ ბუჩას, ჰოსტომელს, ვორზელს. გვესმის, რომ ჩვენს ქალაქზე ისევ იქნება თავდასხმები და ჩვენ მამაცურად დავიცავთ მას. ირპენი უკრაინაა”, – აღნიშნა მარკუშინმა.