ირმა ნადირაშვილი - მიგვაჩნია, რომ გრიგოლ ვაშაძეს გამარჯვება შეუძლია
ირმა ნადირაშვილი - მიგვაჩნია, რომ გრიგოლ ვაშაძეს გამარჯვება შეუძლია

ოპოზიციონერი დეპუტატის, ირმა ნადირაშვილის განცხადებით, „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ფუნდამენტური სხვაობა არსებობს, თუმცა ოპოზიციის ნომერ პირველი ამოცანაა, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი არ გახდეს.

როგორც ჟურნალისტებს ნადირაშვილმა განუცხადა, რა ფორმით დაუჭერს მხარს გრიგოლ ვაშაძეს „ევროპული საქართველო“, ამაზე საუბარი მოცემულ ეტაპზე არ შეუძლია.

„დავით ბაქრაძემ განცხადება გააკეთა და თქვა, რომ მეორე ტურში მხარდაჭერას გრიგოლ ვაშაძეს ვუცხადებთ. ეს ნორმალურია, რადგან ოპოზიცია ხელისუფლების შეცვლას უნდა ცდილობდეს. სასიამოვნო იქნებოდა, ეს ჩვენ გაგვეკეთებინა, მაგრამ მიგვაჩნია, რომ გრიგოლ ვაშაძეს გამარჯვება შეუძლია. ჩვენი მოვალეობაა, მის გვერდით ვიყოთ და გამარჯვება ერთობლივად მოვიპოვოთ. ხელისუფლების შეცვლა მხოლოდ დროის საკითხია, მუდმივი არაფერია არც პოლიტიკაში ყოფნა და არც – ხელისუფლებაში”, – განაცხადა ნადირაშვილმა.