ირმა ნადირაშვილი - ხალხის დაპირისპირება ის ჩიხია, საიდანაც ბიძინა ივანიშვილი გამოსვლას ვერ შეძლებს
ირმა ნადირაშვილი - ხალხის დაპირისპირება ის ჩიხია, საიდანაც ბიძინა ივანიშვილი გამოსვლას ვერ შეძლებს

„ევროპული საქართველოს“ წევრი ირმა ნადირაშვილი მცხეთის მერიასთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

ნადირაშვილის თქმით, არსებობს კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ უსწორდებიან საჯარო მოხელეები ახალგაზრდებს.

მისივე განმარტებით, დაშავებულებიდან ერთ-ერთი მათი პარტიის აქტივისტია.

„ახლა კადრებიც ვრცელდება, საჯარო მოხელეები, ვისაც ჩვენ ფულს ვუხდით იმაში, რომ ხალხს მოემსახურონ, ძირს დავარდნილ ბავშვებს როგორ ურტყამენ სახეში და როგორ უმოწყალოდ სცემენ. ერთი დაშავებული ჩვენი პარტიის აქტივისტია, რომელიც კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე გადაიყვანეს. მას სეროზული დაზიანებები აქვს და მკურნალმა ექიმმა თქვა, რომ დიდი ალბათობით, ტვინის შერყევა იქნება. უფრო კონკრეტული სურათი და ვითარება ამ გამოკვლევის შემდეგ გვექნება“ ,- განაცხადა ირმა ნადირაშვილმა და აქვე აღნიშნა, რომ ხელისუფლება ხალხის ჯიბიდან დაფინანსებულ საჯარო მიხელეებს ახალგაზრდების მიმართ ძალადობისთვის იყენებს.

„ვფიქრობ, ეს ხელისუფლება უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. ხალხის დაპირისპირება ის ჩიხია, საიდანაც ბიძინა ივანიშვილი გამოსვლას ვერ შეძლებს“ ,- დასძინა ირმა ნადირაშვილმა.

მცხეთის მერიასთან, რომლის შენობაშიც დიმიტრი ხუნდაძის მაჟორიტარული ბიურო მდებარეობს, ოპოზიციური პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს.  ისინი აცხადებდნენ, რომ დიმიტრი ხუნდაძეს 41 ვერცხლი მიუტანეს: „მოვიტანეთ 41 ვერცხლი, რომ დიმიტრი ხუნდაძე გამოვისყიდოთ“.

აქციაზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც რამდენიმე ადამიანი დაშავდა.