ირმა ნადირაშვილი - „ევროპული საქართველო“ გეგმავს, გიგი უგულავას კანდიდატურა წარადგინოს სამეგრელოში, მაგრამ ეს ოლქი არ არის ზუგდიდი
ირმა ნადირაშვილი - „ევროპული საქართველო“ გეგმავს, გიგი უგულავას კანდიდატურა წარადგინოს სამეგრელოში, მაგრამ ეს ოლქი არ არის ზუგდიდი

პარტია გეგმავს, რომ გიგი უგულავას კანდიდატურა მაჟორიტარად წარადგინოს სამეგრელოში, ერთ-ერთ ოლქში, მაგრამ დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს ოლქი არ არის ზუგდიდი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირმა ნადირაშვილმა განაცხადა.

როგორც ირმა ნადირაშვილმა აღნიშნა, პარტიაში სხვა მაჟორიტარობის კანდიდატებზეც მიდის მსჯელობა.

„შედარებით ნაკლები დროა მაჟორიტარების დასასახელებლად, რადგან საარჩევნო კამპანია უკვე დაწყებულია და ყველა რაიონში მაჟორიტარებმა უნდა დაიწყონ მუშაობა. ეს ალბათ აღარ იქნება ხანგრძლივი ეტაპი. ვფიქრობ, მომდევნო კვირის დასაწყისში კონტურები გამოიკვეთება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სხვადასხვა ჯგუფთან მოლაპარაკება, სადაც რესურსია, რომ ოპოზიციამ საერთო კანდიდატი დააყენოს, ერთმანეთს ხელი არ შეუშალოს, ამ რესურსის გამოყენებას ვცდილობთ“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.