ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ საარჩევნო უბნებზე ადგილი აქვს ფარულობის პრინციპის დარღვევას, ასევე ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლას
ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ საარჩევნო უბნებზე ადგილი აქვს ფარულობის პრინციპის დარღვევას, ასევე ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლას

„ევროპული საქართველო“ საარჩევნო დარღვევებზე საუბრობს. ირმა ნადირაშვილის თქმით, საარჩევნო უბნებზე ხდება ფარულობის პრინციპის დარღვევა.

მისი განცხადებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამომრჩეველს სთხოვენ, ბიულეტენი გახსნილი გამოიტანონ და აჩვენონ, თუ რომელი კანდიდატი შემოხაზეს.

„ევროპული საქართველოს“ წევრი რეგიონებში კრიმინალური სამყაროს გაძლიერებაზეც საუბრობს. მისი თქმით, ეგრეთ წოდებული კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები მოქალაქეებს აშინებენ და მათზე ზეწოლას ახდენენ.

„ზუგდიდიდან გვაქვს ინფორმაცია, რომ შავი სამყაროს წარმომადგენლები, კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები, ძმები გულორდავები ფაიფურის უბანში გადაადგილდებიან და ახდენენ ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლას. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ კრიმინალურ სამყაროსთან შეკრულ ხელისუფლებას, რომ ასეთი ფორმით ადამიანების ნების შეზღუდვა არის დანაშაული“, – განაცხადა ირმა ნადირაშვილი.