ირმა ხეცურიანმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა #1TVSPORT
პარიზში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე პარაფარიკაობაში ირმა ხეცურიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
ქართველმა კონტინენტის პირველობის ნახევარფინალში პოლონელ სტარვიცკას 15-8 მოუგო, ფინალში კი იტალიელ როსინა პასკუინოსთან 9-15 დამარცხდა. ეს საქართველოს ნაკრებისთვის პირველი მედალია.
ჩვენი ქალ პარამოფარიკავეთა ნაკრები პარიზში, ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას აგრძელებს.