ირმა ინაშვილი - „ქართული ოცნების“ საყურადღებოდ ვწერ, საკონსტიტუციო ცვლილებებს უკვე აქვს „პატრიოტებისა“ და „დამოუკიდებელი დეპუტატების“ მხარდაჭერა, 7-8 ხმით მეტი გვაქვს, ვიდრე საჭიროა კანონპროექტის მისაღებად

საკონსტიტუციო ცვლილებებს უკვე აქვს საპარლამენტო „პატრიოტებისა“ და დამოუკიდებელი დეპუტატების მხარდაჭერა, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ქართული ოცნების“ საყურადღებოდ ვწერ: საკონსტიტუციო ცვლილებებს უკვე აქვს საპარლამენტო ოპოზიციის მხარდაჭერა, ჩვენი – პატრიოტებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების, რომლებიც დღეს, ასევე, ოპოზიციას წარმოადგენენ პარლამენტში. მეტს გეტყვით, 7-8 ხმით მეტი გვაქვს, ვიდრე საჭიროა კანონპროექტის მისაღებად! საკონსტიტუციო ცვლილებებს არ ექნება ოპოზიციის ნაწილის მხარდაჭერა და ეს ვერაფერს ვერ შეცვლის, თუ თქვენ არა გაქვთ ჩაფიქრებული საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდება!“, – წერს ირმა ინაშვილი „ფეისბუქზე“.