ირმა ინაშვილმა გიგა ბოკერიას მიმართა - მოვა დრო, როცა პარლამენტიდან ციხეში წახვალთ
ირმა ინაშვილმა გიგა ბოკერიას მიმართა - მოვა დრო, როცა პარლამენტიდან ციხეში წახვალთ

მოვა ის დროც ძალიან მალე, როცა პარლამენტიდან ციხეში წახვალთ,- ამ რეპლიკით უპასუხა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა გიგა ბოკერიას იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე.

კომიტეტის სხდომაზე დეპუტატები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს ზაზა თავაძეს უსმენენ. მოსმენაზე ირმა ინაშვილის მიერ განცხადების გაკეთების წინ ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრებმა სხდომათა დარბაზი დატოვეს. გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ „ქალბატონ ირმას არ ეწყინებოდა, თუკი ბიუჯეტის მოსმენაზე წავიდოდნენ“.

სწორედ ამას მოყვა ირმა ინაშვილის პასუხი: „ბატონი გიგა, საერთოდ ნუ მომისმენთ, საერთოდ ნუ იქნებით დარბაზში, პოლიტიკიდანაც თუ წახვალთ ციხეში, ძალიან დამავალებთ, მოვა ეგ დროც ძალიან მალე, გარწმუნებთ მაგაში“.