ირმა ინაშვილი - ზაზა ხუციშვილი აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობა“ დესტრუქციულია, ხოლო „ევროპული საქართველო“ - კონსტრუქციული, არ დაკარგოთ ერთმანეთი, აბა, თქვენ იცით
ირმა ინაშვილი - ზაზა ხუციშვილი აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობა“ დესტრუქციულია, ხოლო „ევროპული საქართველო“ - კონსტრუქციული, არ დაკარგოთ ერთმანეთი, აბა, თქვენ იცით

დეპუტატი ზაზა ხუციშვილი აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობა“ ცუდი და დესტრუქციულია, ხოლო „ევროპული საქართველო“ – კარგი და კონსტრუქციული, არ დაკარგოთ ერთმანეთი, აბა, თქვენ იცით, – ამის შესახებ დეპუტატი ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ქართული ოცნების“ მხრიდან „ცუდების“ და „კარგების” კლასიფიკაციის პროცესი გრძელდება. იგივე „ლოგიკას” ავითარებს დეპუტატი ზაზა ხუციშვილი, რომელიც „ტვ პირველის“ ეთერში აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობა“ ცუდი და დესტრუქციულია, ხოლო „ევროპული საქართველო“ – კარგი და კონსტრუქციული, არ დაკარგოთ ერთმანეთი. აბა, თქვენ იცით“, – წერს სოციალურ ქსელში ირმა ინაშვილი.

„ტვ პირველის“ ეთერში „ევროპული საქართველოს“ წევრებთან, ოთარ კახიძესთან და ელენე ხოშტარიასთან დებატების დროს ზაზა ხუციშვილმა განაცხადა, რომ „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის არის განსხვავება. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ პირდაპირ ებრძვის ინსტიტუციებს, მათ შორის პოლიციას.

„რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, რეალურად ვხედავთ განსხვავებას ჩვენს დღევანდელ ოპონენტებსა და მათ შორის. ამ ოპონენტებთან სხვადასხვა კანონებზეც ვმსჯელობთ, არის აბსოლუტურად ჯანსაღი მსჯელობა მაგალითად განათლების სისტემის რეფორმებზე, რასაც მე ვერ ვხედავ „ნაციონალების“ მხრიდან, რომლებიც პირდაპირ ებრძვიან ინსტიტუციებს, პირდაპირ ებრძვიან პოლიციას. ისინი ოცნებობენ, რომ პოლიციელებმა სცემონ“, – განაცხადა ზაზა ხუციშვილმა.