ირმა ინაშვილი - წლების განმავლობაში ნატო გვეუბნება, რომ მისი კარი ღიაა, მაგრამ არავინ გვეუბნება ვადას, როდის გავწევრიანდებით
ირმა ინაშვილი - წლების განმავლობაში ნატო გვეუბნება, რომ მისი კარი ღიაა, მაგრამ არავინ გვეუბნება ვადას, როდის გავწევრიანდებით

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრებთან შეხვედრაზე იმ გამოკითხვის შედეგებზე ისაუბრებს, რომელიც „პატრიოტთა ალიანსმა“ რამდენიმე დღის წინ ბათუმში ჩაატარა და რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა უმრავლესობა სამხედრო მიუმხრობლობის იდეას იზიარებს.

როგორც ინაშვილი განმარტავს, მათი კვლევის ფარგლებში ბათუმში 77 ათასი ადამიანი გამოიკითხა, აქედან 69 პროცენტმა მხარი სამხედრო მიუმხრობლობის იდეას დაუჭირა, 75-მა პროცენტმა კი თქვა რომ მოსკოვთან, ოკუპირებულ ცხინვალთან და ოკუპირებულ სოხუმთან პირდაპირი დიალოგი აუცილებელია.

„რა თქმა უნდა, კარგია, როდესაც 29 ქვეყანა გიცავს და როდესაც პრობლემა გაქვს, ნატო-ს წევრი 29 ქვეყანა შენს გვერდით არის. წლების განმავლობაში ჩვენ ნატო გვეუბნება, რომ მისი კარი ღიაა, მაგრამ არავინ არ გვეუბნება ვადას, როდის გავწევრიანდებით. გვეუბნებიან, რომ სულ რაღაცა კრიტერიუმები გვაქვს დასაკმაყოფილებელი. ვფიქრობ, რომ ჩვენ ეს კრიტერიუმები დიდი ხნის წინ დავაკმაყოფილეთ, ჩვენი კონტრიბუცია. ძალიან დიდია მოცულობის ხარისხით ნატო-ში თანამონაწილეობის ავღანეთის მისია, ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობა, სხვა რეფორმები, რომელსაც ვახორციელებთ, მაგრამ ნატო კვლავ იმეორებს, რომ მისი კარი ღიაა და ჩვენ ვერ გაგვაწევრიანებს და არ გაგვაწევრიანებს. ამიტომ ჩვენი პოლიტიკური გუნდი საუბრობს უსაფრთხოების იმ სისტემაზე, რომელიც აპრობირებულია შვეიცარიაში, ავსტრიაში, ფინეთში. ეს არის სამხედრო მიუმხრობლობის მოდელი, რაც ამ ეტაპზე არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნისთვის და რაც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნისთვის სტაბილურობას, ამიტომ შევეცდები ამაზე ვისაუბრო“, – აღნიშნა ირმა ინაშვილმა.