ირმა ინაშვილი - ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს, ხმების გადათვლას არ დავთანხმდებით
ირმა ინაშვილი - ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს, ხმების გადათვლას არ დავთანხმდებით

ჩვენი მოთხოვნები უცვლელია, ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა ჟურნალისტებს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ხმების გადათვლას არ დათანხმდება.

„ჩვენი მოთხოვნები უცვლელია, ჩვენ ვითხოვთ ხელახალ არჩევნებს, რადგან 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩვენები საქართველოში სამარცხვინოდ და ტოტალურად გაყალბდა. გადათვლას არ დავთანხმდებით იმიტომ, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში ყუთები იყო მხოლოდ ერთ პარტიასთან, „ქართულ ოცნებასთან“. უამრავი მანიპულაცია უკვე განახორციელეს და გადათვლას აზრი არ აქვს“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში პოლიტიკური პარტიების ლიდერების შეხვედრა რამდენიმე წუთში დაიწყება. მოლაპარაკებებს აშშ-ის ელჩთან ერთად დაესწრება საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.