ირმა ინაშვილი - საგამოძიებო ორგანოებს მივმართავ, გამოიძიონ, რამდენად რეალურია მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ ხმები
ირმა ინაშვილი - საგამოძიებო ორგანოებს მივმართავ, გამოიძიონ, რამდენად რეალურია მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ ხმები

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი ლეგიტიმურია პრეზიდენტი.

როგორც ჟურნალისტებს ინაშვილმა განუცხადა, ვერავინ იტყვის, რომ სალომე ზურაბიშვილს ლეგიტიმაცია არ აქვს.

“რეალურად, სალომე ზურაბიშვილმა მეორე ტურში მოიგო და მხარდაჭერა მოიპოვა. საგამოძიებო ორგანოებს მივმართავ, გამოძიება 780 ათას ხმაზე დაიწყონ. კერძოდ, რამდენად რეალურია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მოპოვებული ხმები. გამოძიების პარალელურად პროცესს ვაწარმოებთ, რომელიც კონკრეტულ ფაქტებს დადებს”, – აღნიშნა ინაშვილმა.