ირმა ინაშვილი - პრეზიდენტმა გაიღვიძა? კარგია  
ირმა ინაშვილი - პრეზიდენტმა გაიღვიძა? კარგია  

პრეზიდენტმა გაიღვიძა? კარგია, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მოთხოვნას მთავრობის სხდომის დანიშვნის თაობაზე.

დეპუტატმა პრეზიდენტის მოთხოვნაზე მეტი კომენტარის გაკეთება არ ისურვა და ყურადღება ხორავას ქუჩის საქმეზე გაამახვილა.

„კითხვები არ უნდა დარჩეს. ქვეყანაში ტენდენციაა, რომ გამოძიება იწყება, უსასრულოდ გრძელდება და გვავიწყდება საქმე რაზე დაიწყო. თუ გამოძიება დაიწყება, სწრაფად უნდა წარიმართოს, რომ შემდეგ არც ერთი შვილმოკლული მშობელი იძულებული არ გახდეს, ქუჩაში გავიდეს. მართლმსაჯულება სათანადო სიმაღლეზე უნდა იყოს. ბევრი კითხვაა, რომელსაც გამოძიებამ პასუხი უნდა გასცეს. ვეცდები, თემაზე სიმართლე უშუალოდ მირზა სუბელიანისგან მივიღო“, – განაცხადა ინაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს მიმართა, უახლოეს დღეებში მთავრობის სხდომა მოიწვიოს, სადაც პრეზიდენტის მონაწილეობით სახელმწიფო ინსტიტუტების ეფექტიანი ფუნქციონირებისა და მოქალაქეთა უფლებების დაცვის საკითხები იქნება განხილული.