ირმა ინაშვილი - პატრიარქი შემთხვევით არასდროს არაფერს ამბობს, როგორც ჩანს, დაინახა, რომ პრობლემა არსებობს
ირმა ინაშვილი - პატრიარქი შემთხვევით არასდროს არაფერს ამბობს, როგორც ჩანს, დაინახა, რომ პრობლემა არსებობს

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ირმა ინაშვილის შეფასებით, პატრიარქი შემთხვევით არასოდეს არაფერს ამბობს.

ჟურნალისტებთან საუბარში ირმა ინაშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პოლიტიკოსებმა ურთიერთპატივისცემა უნდა შეინარჩუნონ.

„როგორც ჩანს, მან დაინახა, რომ ამ თვალსაზრისით პრობლემა არსებობს. სამწუხაროდ, საზოგადოებაში გამეფებულია ურთიერთუპატივცემულობა და შუღლი, რაც ვითარებას ართულებს. საარჩევნო რეჟიმში ყველას მოვუწოდებ, რომ ურთიერთპატივისცემა შევინარჩუნოთ”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ წინასაარჩევნოდ სასულიერო პირებს მიმართა და მოუწოდა, ჩრდილს ნუ მიაყენებენ მიაყენებენ ეკლესიასა და საკუთარ თავს.