ირმა ინაშვილი - ორი კი არა, 22 კაცი უნდა გახდეს დასაკითხი და დასაჭერი, წლებია ვსაუბრობთ, რომ დავით გარეჯი მიხეილ სააკაშვილმა გაყიდა
ირმა ინაშვილი - ორი კი არა, 22 კაცი უნდა გახდეს დასაკითხი და დასაჭერი, წლებია ვსაუბრობთ, რომ დავით გარეჯი მიხეილ სააკაშვილმა გაყიდა

ძალიან კარგია, მეტი უნდა დააკავონ. წლებია ვსაუბრობთ, რომ დავით გარეჯი მიხეილ სააკაშვილმა გაყიდა, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა დავით გარეჯის საკითხზე მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ამ საქმის გამოძიების ფარგლებში, ფართომასშტაბიანი გამოკითხვები უნდა დაიწყოს.

„წლების განმავლობაში მე პარლამენტის ტრიბუნიდან ვითხოვდი იმ პერიოდის კომისიის შესწავლას. რა იყო, არჩევნები მოახლოვდა და ახლა გაახსენდა „ქართულ ოცნებას“ დავით გარეჯი? მთელი ამ წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ სუს-ი, ყველა იმ ადამიანს, ვინც დავით გარეჯის თემაზე საუბრობდა, საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობების მტრად აცხადებდა.

მე ხასგასმით ვამბობდი და დღესაც ვამბობ, რომ ალიევი არის გონიერი პრეზიდენტი. საქართველომ და აზერბაიჯანმა უნდა შეინარჩუნონ კეთილმეზუბლური ურთიერთობა, მაგრამ დავით გარეჯი გაყიდა სააკაშვილმა და ამაზე უნდა დაიწყოს ფართომასშტაბიანი გამოკითხვა. ორი კი არა, 22 კაცი უნდა გახდეს დასაკითხი და დასაჭერი.

დარწუმებული ვარ, არსებობს გარემოებები, რომელთა ირგვლივ გამოძიება მივა კონკრეტულ შედეგამდე. აბსოლუტურად შეიცვალა რეალობა საქართველოს საზიანოდ, როგორც მდინარეები იცვლის ხოლმე კალაპოტს, რატომღაც საქართველოს საზიანოდ. ასე დავკარგეთ ჩვენ ექვსი ჰექტარი საქართველო თურქეთის საზღვარზე. ვითომ მდინარემ შეიცვალა კალაპოტი საქართველოს საზიანოდ. მე მაინტერესებს, ეს მდინარეები საქართველოს სასიკეთოდ რატომ არ იცვლიან კალაპოტს?“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.