ირმა ინაშვილი - „ნაცმოძრაობას“ არც ადამიანური, არც ტექნიკური რესურსი არ გააჩნია რევულუციის, გადატრიალების მოწყობისთვის, 2,5 პროცენტია მათი რეალური რეიტინგი
ირმა ინაშვილი - „ნაცმოძრაობას“ არც ადამიანური, არც ტექნიკური რესურსი არ გააჩნია რევულუციის, გადატრიალების მოწყობისთვის, 2,5 პროცენტია მათი რეალური რეიტინგი

„ნაცმოძრაობას“ არც ადამიანური, არც ტექნიკური რესურსი არ გააჩნია რევულუციის, გადატრიალების მოწყობისთვის, 2,5 პროცენტია მათი რეალური რეიტინგი, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება „ნაციონალური მოძრაობის“ შანტაჟის ქვეშ არის მოქცეული.

„ჩვენთვის ცნობილია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მოქცეულია „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი პატრონების მხრიდან შანტაჟის ქვეშ. ნამდვილად გეგმავს „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე ადგილზე გაყვანას, მაგრამ არის კიდევ მეორე ეტაპი მთელ ამ გეგმაში. „ნაცმოძრაობას“ აქვს თავისი სტრატეგია. მეორე ადგილზე გაყვანის შემთხვევაში სააკაშვილი დაიწყებს მტკიცებას, რომ მას მეორე ადგილი კი არა, პირველი ადგილი ეკუთვნის და დაიწყება რევოლუციური სცენარი, რომელზეც ღიად საუბრობენ, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ასევე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები“, – განაცხადა ინაშვილმა.

ირმა ინაშვილის განცხადებით, ის, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ რეიტინგი არ აქვს, კარგად ჩანს, თავისუფლების მოედანზე მიმდინარე აქციიდანაც.

„მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ „ნაცმოძრაობას“არც ადამიანური, არც ტექნიკური რესურსი არ გააჩნია არავითარი რევულუციის, გადატრიალების მოწყობის. 2,5 პროცენტია მათი რეალური რეიტინგი. კარგად ჩანს ეს ამ წუთებში თავისუფლების მოედანზეც. 3 ათასი სკამია დადებული მოედანზე, მაქსიმუმ 5 ათასი შეიკრიბოს და მერე გამოაცხადებენ რომ 50 ათასი ადამიანი მივიდა. მთელი ეს პროცესი არის პოლიტიკური სპექტაკლი და ჩვენ ვხედავთ კომედიანტებს, რომლებიც მუდმივად ცდილობენ, დადგან პოლიტიკური სპექტაკლი. მოვუწოდებ, „ქართულ ოცნებას“, გააცნობიეროს გამოწვევა, რომლის წინაშეც ვდგავართ“, – განაცხადა ინაშვილმა.

დატოვე კომენტარი