ირმა ინაშვილი - ისეთი აბსურდული გარემო, როგორიც ამ პარლამენტშია, არ მგონია, სადმე იყოს, აგერ, ზონდერი ბასიშვილი მიზის წინა სავარძელზე და ვითომც არაფერი
ირმა ინაშვილი - ისეთი აბსურდული გარემო, როგორიც ამ პარლამენტშია, არ მგონია, სადმე იყოს, აგერ, ზონდერი ბასიშვილი მიზის წინა სავარძელზე და ვითომც არაფერი

მოგიწოდებთ ხელისუფლების და უმრავლესობის წარმომადგენლებს, მეტი პატივისცემა გამოვიჩინოთ ერთმანეთისადმი და ბოლო დროს, ტერმინოლოგია, რომლითაც მოიხსენიებთ ოპოზიციას, შეცვალოთ, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრს უსმენენ.

როგორც ირმა ინაშვილმა აღნიშნა, დღეს პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მოსვლა საერთოდ არ იყო საჭირო, რადგან მან წინა დღეს ამომწურავად ისაუბრა.

„მოგიწოდებთ ხელისუფლების და უმრავლესობის წარმომადგენლებს, მეტი პატივისცემა გამოვიჩინოთ ერთმანეთისადმი და ტერმინოლოგია, რომლითაც მოიხსენიებთ ოპოზიციას, შეცვალოთ. ხან ცირკად მოიხსენიებთ საპარლამენტო დებატებს, ხან პოლიტიკურ მასკარადად, პოლიტიკური კლასის დაყოფა დაიწყეთ გოიმებად და არაგოიმებად. მე მგონია, ყველაზე დიდი გოიმობა ეს არის. გრძელდება პოლიტიკური სპექტაკლი. დღეს პრემიერის მოსვლა პარლამენტში საერთოდ არ იყო საჭირო. მან ამომწურავად ისაუბრა. ახლა ჩვენ მოგიწვევთ და უნდა მოხვიდეთ ხვალაც? მაგრამ ჩვენ რომ მოგიწვიოთ, არ მოხვალთ. „ნაციონალური მოძრაობა“ რომ გიწვევთ, მაშინ მოდიხართ. კარგია, ასე გააგრძელეთ. თქვენ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ადამიანებს მთავარი რამ დაუკარგეთ და წაართვით – სამართლიანობისადმი ისეთი აბსურდული გარემო, როგორიც ამ პარლამენტშია, არა მგონია, სადმე დედამიწის ზურგზე იყოს. აგერ, ზონდერი ბასიშვილი მიზის წინა სავარძელზე და ვითომც არაფერი. ეს ხომ თქვენი სტილია, რა მოხდა. ყველას მოგიწოდებთ, პრემიერსაც, პარლამენტის თავმჯდომარესაც და უმრავლესობის წევრებსაც, როდესაც ლაპარაკობთ ზოგადად ოპოზიციაზე, დააკონკრეტეთ პარტიები. ვთვლი, რომ რეალური ოპოზიცია„ საქართველოს პატრიოტები“ ვართ დღეს პარლამენტში და არი პოლიტიკური ჯგუფები, დანაშაულებრივი წარსულის მქონე. კი ბატონო, არიან დამოუკიდებელი დეპუტატები, ასევე ოპოზიცია, რომლებიც თქვენს მანკიერ პოლიტიკას გაემიჯნენ, თქვენ დაუსრულებენ ტყუილს გამოექცნენ, მაგრამ არც ამის მოსმენა გსიამოვნებთ. თქვენ გსიამოვნებთ, როცა გამოდიან და გაქებენ. განსხვავებული აზრი არ გჭირდებათ.  რაც შეეხება პოლიტიკურ ოპოზიციას, გამოსვლებისას, დააკონკრეტეთ ვის მიმართავთ, რადგან თუნდაც თქვენს განცხადებას, ბატონო პრემიერო, რომ ამ ქვეყანას არ ჰყავს თურმე კარგი ოპოზიცია და უკეთესს იმსახურებს, ამას არ ვიღებთ ჩვენ თავზე და ჩვენს პოლიტიკურ გუნდზე. არანაირად თქვენზე ნაკლები არც კომპეტენცია არ გვაქვს და თქვენზე ნაკლებადაც არ გვიყვარს ჩვენი სამშობლო“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

დატოვე კომენტარი