ირმა ინაშვილი - ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, არასდროს ამიღია რუსული ფული
ირმა ინაშვილი - ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, არასდროს ამიღია რუსული ფული

ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, რომ არასდროს ამიღია რუსული ფული, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

როგორც ინაშვილმა აღნიშნა, ყოველთვის საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვით მოქმედებდა.

„პარლამენტის წევრი რომ გავხდი, ფიცი დავდე. ვიღაცისთვის ეს შეიძლება ჩვეულებრივი რიტუალია, ჩემთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი. იქ ვთქვი, რომ „მე საქართველოს პარლამენტის წევრი, ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, დავიცავ ჩემს ქვეყანას, სახელმწიფო ინტერესებს“.

ახლა ეთერში საჯაროდ ვამბობ, მე – ირმა ინაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი და საქართველოს მოქალაქე, ღვთისა და ერის და ტელემაყურებლის წინაშე ვფიცავ, რომ მე არასდროს არ ამიღია რუსული ფული. არც დავით თარხან-მოურავს არასდროს არ აუღია რუსული ფული. მე – ირმა ინაშვილი ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, რომ ყოველი ჩემი მოქმედება განმსჭვალულია საქართველოს სიყვარულით, თავგანწირვით საქართველოსადმი ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვით. ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, რომ ამას ვაკეთებ თბილისშიც, მოსკოვშიც, სოხუმშიც, ცხინვალშიც, ბრიუსელშიც, ვაშინგტონშიც და ყველგან, სადაც ხელი მიმიწვდება“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.