ირმა ინაშვილი - გარწმუნებთ, მიხეილ სააკაშვილი რომ ჩამოვა, იმ წუთში დაიჭერენ, ეგ კურდღელი არსად ჩამომსვლელი არ არის
ირმა ინაშვილი - გარწმუნებთ, მიხეილ სააკაშვილი რომ ჩამოვა, იმ წუთში დაიჭერენ, ეგ კურდღელი არსად ჩამომსვლელი არ არის

არსად ჩამომსვლელი ეგ კურდღელი და ბაჭია არ არის, დაანებეთ თავი ლოდინს, როდის ჩამოვა მიხეილ სააკაშვილი, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა.

ინაშვილი მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შესახებ ჟურნალისტის კითხვამ გააღიზიანა.

„თქვენ გონზე ხართ? სააკაშვილის დროა ახლა? თუ გენატრებათ, ჩამოიყვანეთ და სახლში წაიყვანეთ. გეტყობათ, რომ ძალიან გენატრებათ და გულშემატკივრობთ. გარწმუნებთ, რომ ჩამოვა, იმ წუთში დაიჭერენ სააკაშვილს. არსად ჩამომსვლელი ეგ კურდღელი და ბაჭია არ არის და დაანებეთ თავი მაგას და მოლოდინს, როდის ჩამოვა სააკაშვილი“, – განაცხადა ინაშვილმა.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტის თავმჯდომარეს, მიხეილ სააკაშვილს ვიდეომიმართვისას საქართველოში დაბრუნების თარიღი არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ მზად არის, პრემიერ-მინისტრობა ორი წლით იტვირთოს.