ირმა ინაშვილი - არსებულ ვითარებაში „პატრიოტების“ ფრაქციის დაშლა მხოლოდ სააკაშვილ-ბოკერიას წისქვილზე ასხამდა წყალს
პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირმა ინაშვილი „პატრიოტებში“ დამოუკიდებელი დეპუტატის დავით ჭიჭინაძის გაწევრიანების თაობაზე ინფორმაციას ადასტურებს.
როგორც პირველ არხს ინაშვილმა განუცხადა, დავით ჭიჭინაძესთან საინტერესო შეხვედრა ჰქონდა, სადაც მას ფრაქციაში გაწევრიანება შესთავაზა, რათა ფრაქცია არ დაშლილიყო.
„დღის წესრიგში რეზოლუცია გვაქვს დაყენებული, რომლითაც სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობას სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს და ამ ვითარებაში ჩვენი ფრაქციის დაშლა მხოლოდ სააკაშვილ-ბოკერიას წისქვილზე ასხამდა წყალს. ჭიჭინაძის დადებით გადაწყვეტილებას ვაფასებ. მასთან ურთიერთობის დაძაბვას არ ველოდები, რადგან მას ისეთი განცხადება არ გაუკეთებია, რასაც არ ვიზიარებდი. ეს იქნებოდა ეკონომიკაზე, საბანკო სექტორზე თუ სხვა საკითხებზე“, – აღნიშნა ინაშვილმა.
დღის წესრიგში „პატრიოტების“ ფრაქციის დაშლა მას შემდეგ დადგა, რაც ნატო ჩხეიძემ მათი ფრაქცია პროტესტის ნიშნად დატოვა, დღეს კი, პირველ არხთან საუბარში დავით ჭიჭინაძემ განაცხადა, რომ „პატრიოტებში“ წევერიანდება.