ირმა ინაშვილი - არიან მაჟორიტარები, რომლებსაც საკუთარ რაიონებში ვერ ცნობენ
ირმა ინაშვილი - არიან მაჟორიტარები, რომლებსაც საკუთარ რაიონებში ვერ ცნობენ

არიან მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებსაც საკუთარ რაიონებში ვერ ცნობენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, აუცილებელია პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა.

„გუშინ მაჟორიტარები საუბრობდნენ იმაზე, რომ რეგიონები ვერ გაძლებს მათი თანამონაწილეობისა და დახმარების გარეშე. ყველა მათგანზე არ ვსაუბრობ, მაგრამ არის დიდი რაოდენობა მაჟორიტარების, რომლებსაც საკუთარ რაიონებში ვერ ცნობენ. ამიტომ ჩვენ უნდა გადავიდეთ პროპორციულ სისტემაზე და „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკურ მელაკუდობას თავი უნდა დაანებოს“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა პარლამენტში დღეს გრძელდება. რამდენიმე მაჟორიტარი დეპუტატი აღნიშნულ სისტემაზე გადასვლას ეწინააღმდეგება.