ირმა ინაშვილი - არ ვთვლი კორექტულად, თაკო ჩარკვიანის იდეებსა და ინიციატივებზე კომენტარი ვაკეთო
ირმა ინაშვილი - არ ვთვლი კორექტულად, თაკო ჩარკვიანის იდეებსა და ინიციატივებზე კომენტარი ვაკეთო

არ ვთვლი კორექტულად, თაკო ჩარკვიანის იდეებსა და ინიციატივებზე კომენტარი ვაკეთო, – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა.

მას ჟურნალისტებმა კომენტარი სთხოვეს „კანონი და სამართლის“ ლიდერ თაკო ჩარკვიანის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის დასაბრუნებლად ორგანიზაციას აფუძნებს.

„წარმატებებს ვუსურვებ, მათი ინიციატივაა და უნდათ განახორციელონ, უნდათ არა. ჩვენს პოლიტიკურ ძალას აქვს მისი მკაფიო გეზი, მკაფიო ხედვა, და ერთადერთი წესიერი პოლიტიკური ძალა ვართ ჩვენს ქვეყანაში, რომელიც პრინციპებს არ იცვლის. მინდა, ყველა პოლიტიკურ პარტიას დააკვირდეთ. ჯერ ამბობდნენ, არ შევდივართ პარლამენტშიო, მერე ყველა ერთად ადგა და შევიდა. ჯერ ამბობდნენ, რომ გაყალბდა არჩევნები და მერე აღმოჩნდა, თურმე არაფერი გაყალბებულა. მერე მიშელის დოკუმენტი აქციეს კონსტიტუციის დონის დოკუმენტად, რომელიც იყო შეთანხმება, რასაც შეგნებულად არ მოაწერა ხელი ჩვენმა პარტიამ, რადგან ის არ ყოფილა სრულფასოვანი და პლუს, ჩვენ წინასწარ ვიცოდით, რომ დაირღვეოდა“, – განაცხადა ინაშვილმა.