ირმა ინაშვილი - ადა მარშანიას მოღალატეობრივი და განსხვავებული არაფერი უთქვამს
“პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით, მოსკოვში ადა მარშანიას განსხვავებული არაფერი უთქვამს, რაც ტალიავინის ცნობილ დასკვნაში არ წერია.
როგორც ჟურნალისტებს ინაშვილმა განუცხადა, აგვისტოს ომი, ახალგორისა და კოდორის სამარცხვინო ჩაბარება წინა ხელისუფლების კონკრეტულ წარმომადგენლებს უკავშირდება.
“მათ შორის გიგა ბოკერიას, რომელმაც კოდორი სამარცხვინოდ გააჩუქა. სხვათა შორის, კოდორისა და ახალგორის ჩაბარება ისე მოხდა, საომარი მოქმედებები არ მიმდინარეობდა. ადა მარშანიას მოღალატეობრივი და განსხვავებული არაფერი უთქვამს, მოღალატეობრივია საქციელი, როცა შენი ქვეყნის მიწებს მოწინააღმდეგეს ასე აბარებ. ღალატი ასეა და ეს ბოკერიების სტილია. ეს მათი დანაშაულია. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ჩვენი მიწების ჩაბარების გამო პასუხს არ აგებს, ძალიან ცდება”, – განაცხადა ინაშვილმა.