ირმა გელაშვილი - ანა დოლიძის განცხადებები სალომე ზურაბიშვილისთვის ცნობილია და გადაწყვეტილება თავად მიიღოს
ირმა გელაშვილი - ანა დოლიძის განცხადებები სალომე ზურაბიშვილისთვის ცნობილია და გადაწყვეტილება თავად მიიღოს

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრ ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ შესაბამის დოკუმენტს ხელს არ აწერს საბჭოს არამოსამართლე წევრი ირმა გელაშვილი.

მისი თქმით, ანა დოლიძის განცხადებები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის ცნობილია და გადაწყვეტილება თავად მიიღოს.

„რაც შეეხება პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა თუ არა ქალბატონი ანა დოლიძე, ამას ისედაც ყველა ვხედავთ. მგონი, პრეზიდენტს გადაწყვეტილების მიღება არ უჭირს, სხვათა შორის, საკმაოდ თამამი გადაწყვეტილებების. თუ საჭიროდ ჩათვლიდა მას შეეძლო ამაზე რეაგირება მოეხდინა. ჩემთვის უფრო საინტერესოა ირაკლი შენგელია რასაც ამბობს, იმასთან დაკავშირებითაც ყოფილიყო კითხვებზე პასუხი”, – განაცხადა ირმა გელაშვილმა საბჭოს სხდომაზე.

რაც შეეხება მოსამართლე წევრის, ირაკლი შენგელიას, მან სხდომაზე წარმოადგინა დოკუმენტები, რომლითაც მისი თქმით, მტკიცდება ის, რომ ანა დოლიძე საია-ს გამგეობის წევრია და ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირის გამგეობის თავმჯდომარეა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრს, ანა დოლიძეს საბჭოში უფლებამოსილება შეუწყვიტოს. მიმართვა გვრიტიშვილმა დღეს საბჭოს წევრებს გააცნო.