ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა, საიმონ ჰარისმა დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა, საიმონ ჰარისმა დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ჰარისსა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
ირლანდიის პრემიერ-მინისტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მათ გინიხილეს ეკონომიკური და ისტორიული კავშირები ირლანდიასა და აშშ-ს შორის, ასევე უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი.
როგორც „ბიბისი“ წერს, ირლანდიის პრემიერმა მსოფლიო ლიდერებს შორის ყველაზე გვიან მიულოცა ტრამპს არჩევნებში გამარჯვება.