ირლანდიის ნაკრების ახალ მთავარ მწვრთნელად სტივენ კენი დაინიშნა.
ამ პოსტზე მან მიკ მაკარტი შეცვალა, რომლის კონტრაქტი ივლისის ბოლომდე იყო ძალაში. მაკარტი ეროვნულ გუნდში 2018 წლიდან მუშაობდა.
აქამდე, კენის ეკავა ირლანდიის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა.
ირლანდიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ პლეი ოფში სლოვაკეთს უნდა შეხვდეს. ეს მატჩი ორჯერ გადაიდო კორონავირუსის პანდემიის გამო.