„დერი სიტიმ“ და „ბოჰემიანმა“ ირლანდიის ჩემპიონატის მორიგ ტურში ფრედ ითამაშეს – 0:0. ეს შეხვედრა იმით არის აღსანიშნავი, რომ „ბოჰემიანის“ რიგებში პროფესიულ დონეზე დებიუტი ჰქონდა 14 წლის ფორვარდ ევან ფერგიუსონს, რომელიც შეცვლაზე შევიდა მოედანზე.
ფერგიუსონი 2004 წლის ოქტომბერში დაიბადა. სტატისტიკური პორტალი „ოპტა“ (Opta) გვახსენებს, რომ სწორედ ამ ასაკში დროს შედგა ლიონელ მესის დებიუტი, რომელიც მინდორზე „ესპანიოლთან“ მატჩში გავიდა.
ფერგიუსონი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვისაც ირლანდიის ჩემპიონატში უთამაშია. წინა რეკორდი ეკუთვნოდა ოუენ მორისონს, რომელსაც „დერის“ შემადგენლობაში დებიუტი თავისი მე-16 დაბადების დღის წინ ჰქონდა.