ირლანდიელთა თავდამსხმელი - საქართველოსთან თამაში ანგარიშით 0:0 არ უნდა დასრულებულიყო, ერთი მაინც უნდა გამეტანა
ირლანდიელთა თავდამსხმელი - საქართველოსთან თამაში ანგარიშით 0:0 არ უნდა დასრულებულიყო, ერთი მაინც უნდა გამეტანა

ირლანდიელთა თავდამსხმელი აარონ კონოლი უკმაყოფილოა, რომ საქართველოს ნაკრებთან რეალური საგოლე მომენტები ვერ გამოიყენა. შედეგად ირლანდიამ თბილისში ევრო2020-ის შესარჩევი ციკლის თამაში ფრედ (0:0) დაასრულა და ფასდაუდებელი გამარჯვება ხელიდან გაუშვა.

„ბრაიტონის“ 19 წლის თავდამსხმელმა გასულ უქმეებზე ინგლისის პრემიერლიგაში „ტოტენჰემთან“ 3:0 მოგებულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა, საქართველოსთან კი მოედანზე შეცვლაზე გამოჩნდა და მხოლოდ 11 წუთი ითამაშა, მაგრამ ორი საგოლე შანსი მაინც ჰქონდა – პირველად მეკარე გიორგი ლორიამ აჯობა, შემდეგ კი ბადეს გარედან მოარტყა.

„ეს თამაში ანგარიშით 0:0 არ უნდა დასრულებულიყო. ვგრძნობდი, ნაკრებში როგორ მენდობოდნენ და ამიტომ მათამაშეს. ვალდებული ვიყავი, ამ ორი მომენტიდან ერთი მაინც გამომეყენებინა. ვგრძნობ, რაც გავაკეთე და ამის გამო იმედგაცრუებული ვარ“, – ამბობს აარონ კონოლი.