ირლანდიაში საქართველოს საელჩოში თსუ-ს რექტორისა და ირლანდიაში მყოფი ქართველი ახალგაზრდების შეხვედრა გაიმართა
ირლანდიაში საქართველოს საელჩოში თსუ-ს რექტორისა და ირლანდიაში მყოფი ქართველი ახალგაზრდების შეხვედრა გაიმართა

ირლანდიაში საქართველოს საელჩოში გაიმართა ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთ პრიორიტეტთან „დემოკრატიის გაძლიერება ახალგაზრდობის ჩართულობით“ დაკავშირებული ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც შედგა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი შარვაშიძის და ირლანდიაში საქართველოს ელჩის გიორგი ზურაბაშვილის შეხვედრა ირლანდიაში მყოფ ქართველ სტუდენტებსა და ახალგაზრდებთან.

შეხვედრაზე ირლანდიაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ზურაბაშვილმა ახალგაზრდებს ინფორმაცია მიაწოდა ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის საქართველოს პრიორიტეტებზე და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ერთ-ერთ პრიორიტეტზე, რომელიც ევროპის კონტინენტზე დემოკრატიული ახალგაზრდობის განვითარებაში ახალგაზრდების როლის გაზრდას გულისხმობს. მან ისაუბრა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ ახალგაზრდობის სახელმწიფო სტრატეგიასა და ამ მხრივ არსებულ პრიორიტეტებზე.

გიორგი შარვაშიძემ, ვრცლად ისაუბრა სახელმწიფო უნივერსიტეტის მიღწევებსა და სამომავლო გეგმებზე. მან ხაზი გაუსვა საქართველოსა და ირლანდიას შორის განათლების სფეროში წარმატებულ და მზარდ თანამშრომლობას.

შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე, მათ შორის, განათლების სისტემებს შორის თავსებადობასა და ახალგაზრდული სექტორის პრიორიტეტებზე.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

დატოვე კომენტარი