ირლანდიაში კარანტინი, სულ მცირე, აპრილის ბოლომდე გახანგრძლივდება
ირლანდიაში კარანტინი, სულ მცირე, აპრილის ბოლომდე გახანგრძლივდება

ირლანდიაში დაწესებული კარანტინი, სულ მცირე, აპრილის ბოლომდე გახანგრძლივდება. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ხელისუფლების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ქვეყნის ხელისუფლების თქმით, მას შემდეგ, რაც ვირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა ერთ დღეზე დაახლოებით 100-მდე შემცირდება, მას ეკონომიკის ნელი და ფრთხილი გახსნა მოჰყვება.

დეკემბრის დასაწყისში ირლანდიაში ევროკავშირის ქვეყნებს შორის ინფიცირების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, თუმცა შემთხვევების რიცხვი მკვეთრად მას შემდეგ გაიზარდა, რაც შობისთვის შეზღუდვები შემსუბუქდა.

როგორც ირლანდიის ეპიდემიოლოგიური მოდელირების მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელი ფილიპ ნოლანი აცხადებს, ქვეყნაში გასული კვირების განმავლობაში ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა განახევრდა, თუმცა ახალი შემთხვევების რიცხვი კვლავ მზარდია. ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 170 პაციენტია მოთავსებული.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ირლანდიაში ვირუსის 206 801 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის პანდემიამ 3 846 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა.