ირლანდია ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს. ამის შესახებ განცხადება ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, საიმონ კოვენმა გააკეთა.
მისი თქმით, ირლანდია შეშფოთებულია ბელარუსში მოვლენების განვითარების გამო და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს მკაცრად გმობს.
„ამ არჩვენების შედეგები არ შეიძლება, ჩაითვალოს ლეგიტიმურად, რადგან ადამიანებს აშინებდნენ და აპატიმრებდნენ, როგორც არჩევნებამდე ისე, არჩევნების შემდეგაც“, – განაცხადა ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.