ირის ანტმანი - მალტასთან რთული თამაში გველის, მაგრამ ქულების მოპოვება შესაძლებელია #1TVSPORT
ირის ანტმანი - მალტასთან რთული თამაში გველის, მაგრამ ქულების მოპოვება შესაძლებელია #1TVSPORT

საქართველოს ქალთა საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ირის ანტმანმა მალტის ქალთა ნაკრებთან სტუმრად დაპირისპირებამდე კომენტარი გააკეთა და „ჯვაროსნების“ შანსებზე ისაუბრა.

„სამწუხაროდ, მალტასთან თბილისის შეხვედრა უქულოდ დავასრულეთ. ბევრი მომენტი გვქონდა და მატჩის მოგებაც შეგევძლო, მაგრამ პირველ ტაიმში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით.

ამის მიუხედავად, კმაყოფილი ვარ, რომ ფეხბურთელებმა თბილისური მატჩის მეორე ნახევარში ჩემი დავალება შეასრულეს და ტაიმი მოიგეს. ხვალინდელ შეხვედრაშიც იმავეს თუ გავაკეთებთ, ქულებს აუცილებლად მოვიპოვებთ.

ვიცი, რომ ძალიან კარგი ნაკრების წინააღმდეგ რთული თამაში გველის, მაგრამ გვაქვს მიზანი და ის უნდა შევასრულოთ“, – ამბობს ირის ანტმანი.

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მალტაში 8 აპრილს ერთა ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრას გამართავს. მატჩი თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება – პირდაპირ რეპორტაჟს „პირველი არხი სპორტი“ შემოგთავაზებთ.