ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, დღეს უკრაინის ქალაქებში ცხრა ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნება, თუმცა მათ შორის მარიუპოლი არ არის
ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, დღეს უკრაინის ქალაქებში ცხრა ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნება, თუმცა მათ შორის მარიუპოლი არ არის

უკრაინის ვიცეპრემიერ ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, დღეს უკრაინის ქალაქებში ცხრა ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნება, თუმცა მათ შორის მარიუპოლი არ არის.

მისივე თქმით, მარიუპოლიდან მოქალაქეები დამოუკიდებლად თუ შეძლებენ მეზობლად მდებარე ქალაქ ბერდიანსკამდე მიღწევას, ბერდიანსკში ჰუმანიტარული დახმარება და მედიკამენტები დახვდებათ.

ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, ევაკუაციისთვის ბერდიანსკში ასევე მობილიზებული იქნება 24 ავტობუსი.