ირინა ვერეშჩუკის ცნობით, უკრაინა „აზოვსტალიდან“ 60 ადამიანის ევაკუაციაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს
ირინა ვერეშჩუკის ცნობით, უკრაინა „აზოვსტალიდან“ 60 ადამიანის ევაკუაციაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

უკრაინა მარიუპოლის „აზოვსტალიდან“ 60 ადამიანის ევაკუაციაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა უკრაინულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

„რამდენიმე ასეული დაჭრილია, მათ უპირველეს ყოვლისა სჭირდებათ გადარჩენა, რადგან ერთიანად ყველასთან მიმართებაში რუსები არ თანხმდებიან. ასე, რომ ჯერ მძიმედ დაჭრილები და ექიმები, რეალურად არის 60 ადამიანი“, – აღნიშნა ვერეშჩუკმა.