ირინა ვერეშჩუკი - USAID-ის დაფინანსების შეჩერება მოულოდნელი და უსიამოვნო სიახლეა, მაგრამ ეს არ არის პირველი და არც უკანასკნელი განსაცდელი, რომელიც უნდა გადავლახოთ
ირინა ვერეშჩუკი - USAID-ის დაფინანსების შეჩერება მოულოდნელი და უსიამოვნო სიახლეა, მაგრამ ეს არ არის პირველი და არც უკანასკნელი განსაცდელი, რომელიც უნდა გადავლახოთ

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, USAID-ის დაფინანსების შეჩერება მოულოდნელი და უსიამოვნო სიახლეა.

მისივე თქმით, ეს არ არის პირველი და უკანასკნელი განსაცდელი, რომელიც უნდა გადალახონ.

„USAID-ის დაფინანსების შეჩერებასთან დაკავშირებით – დიახ, ეს მოულოდნელი და უსიამოვნო სიახლეა როგორც მთავრობისთვის, ასევე საჯარო სექტორისთვის. მაგრამ ეს არ არის პირველი და არც უკანასკნელი განსაცდელი, რომელიც უნდა გადავლახოთ“, – განაცხადა ირინა ვერეშჩუკმა.

ამავდროულად, ირინა ვერეშჩუკმა აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, ყველაფერს დაასტაბილურებენ ჰუმანიტარულ სფეროში.

„უახლოეს მომავალში ჩვენ დავიწყებთ არსებით კონსულტაციებს ამერიკელ პარტნიორებთან, რათა სწრაფად გავაგრძელოთ უკრაინაში ჰუმანიტარული რეაგირების პროექტების დაფინანსება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ, ირინა ვერეშჩუკმა.