ირინა ვერეშჩუკი - „აზოვსტალის“ ქარხნიდან ყველა ქალი, მოხუცი და ბავშვი ევაკუირებულია 
ირინა ვერეშჩუკი - „აზოვსტალის“ ქარხნიდან ყველა ქალი, მოხუცი და ბავშვი ევაკუირებულია 

უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, „აზოვსტალის“ ქარხნიდან ყველა ქალი, მოხუცი და ბავშვი ევაკუირებულია.

აღნიშნულის შესახებ ირინა ვერეშჩუკმა თავის ტელეგრამ არხზე განაცხადა.

„პრეზიდენტის ბრძანება შესრულებულია: „აზოვსტალიდან“ ყველა ქალი, ბავშვი და მოხუცი ევაკუირებულია. მარიუპოლის ჰუმანიტარული ოპერაციის ეს ნაწილი დასრულებულია“, – წერს ვერეშჩუკი.