ირინა ვერეშჩუკი - „აზოვსტალიდან“ გუშინ განხორციელდა მძიმედ დაჭრილი ჩვენი 53 სამხედრო მოსამსახურის ევაკუაცია, მათი მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ, რუს სამხედრო ტყვეებში გავცვლით
ირინა ვერეშჩუკი - „აზოვსტალიდან“ გუშინ განხორციელდა მძიმედ დაჭრილი ჩვენი 53 სამხედრო მოსამსახურის ევაკუაცია, მათი მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ, რუს სამხედრო ტყვეებში გავცვლით

უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ტერიტორიიდან სამხედროების გადარჩენის ოპერაცია გრძელდება.

უკრაინის მთავრობის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მძიმედ დაშავებული სამხედროების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, კიევი მათ რუს სამხედრო ტყვეებში გაცვლის.

„სიცოცხლის გადარჩენის მიზნით, გუშინ განხორციელდა ჩვენი მძიმედ დაჭრილი 53 სამხედრო მოსამსახურის ევაკუაცია. მათი მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდეგ, ჩვენ მათ რუს სამხედრო ტყვეებში გავცვლით. ჩვენ ვმუშაობთ ჰუმანიტარული ოპერაციის შემდგომ ეტაპებზე. ყველაფერი კარგად იქნება“, – განაცხადა ვერეშჩუკმა.