ირინა ვერეშჩუკი აცხადებს, რომ უკრაინამ რუსეთს მძიმედ დაჭრილი უკრაინელი სამხედროების „აზოვსტალიდან“ გამოყვანის სანაცვლოდ, რუსი ტყვეების გადაცემა შესთავაზა
ირინა ვერეშჩუკი აცხადებს, რომ უკრაინამ რუსეთს მძიმედ დაჭრილი უკრაინელი სამხედროების „აზოვსტალიდან“ გამოყვანის სანაცვლოდ, რუსი ტყვეების გადაცემა შესთავაზა

უკრაინამ რუსეთს „აზოვსტალიდან“ მძიმედ დაჭრილი უკრაინელი სამხედროების ჰუმანიტარული დერეფნის საშუალებით გამოყვანის სანაცვლოდ, რუსი ტყვეების გადაცემა შესთავაზა.

აღნიშნულის შესახებ განცხადება უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა გააკეთა.

ვერეშჩუკის განმარტებით, სამხედრო გზით „აზოვსტალის“ განბლოკვის შესაძლებლობა დღეს არ არსებობს. ამასთან, რუსეთი მესამე ქვეყანაში საზღვაო და სახმელეთო გზით სამხედროების გაყვანას არ თანხმდება.