ირინა სარიშვილი - წინა წლებში ნამდვილად არაადეკვატური შეფასებები იყო, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის დამსახურებაცაა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთეს
ირინა სარიშვილი - წინა წლებში ნამდვილად არაადეკვატური შეფასებები იყო, მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის დამსახურებაცაა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთეს

ჩვენ ბევრი არჩევნები გავიარეთ მთელი ამ ხნის განმავლობაში, არანაკლები დარღვევებით, მაგრამ არაფერზე ისეთი მძაფრი რეაგირება, არაფერზე ისეთი მღელვარება არ ყოფილა, რადგან რაც ხდება პირველი ოქტომბრის შემდეგ საქართველოში, ეს არის ყველაფერი მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის, ციხეში ჩაჯდომისა და ამ შიმშილობის შედეგი, – ამის შესახებ ირინა სარიშვილმა რუსთავში, აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ირინა სარიშვილი მიმართავს ელჩებს, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, მათი მხარდაჭერა უნდა იყოს აქტიური.

„მინდა, მივმართო ყველა ელჩს, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, აბსოლუტურად ყველას, ვინც აქ არის განლაგებული, ყოფილებსაც გიცნობთ, დღევანდელ მოქმედებას გიცნობთ, დიდი მადლობა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში აკვირდებით პროცესებს, მაგრამ წინა წლებში ნამდვილად არაადეკვატურად რბილი იყო თქვენი შეფასებები, არა პოლიტიკური ხელისუფლების, არამედ კრიმინალური ბანდის მიერ ჩატარებული ნებისმიერი არჩევნების მისამართით. კარგია, რომ ამ არჩვენების შემდეგ და ესეც მიშას დამსახურებაა, მისი ჩამოსვლის დამსახურებაა, რომ თქვენ გააკეთეთ ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება. გადაწყვიტოს ხალხმა, აგერ არის ხალხი ბათუმშია ხალხი, ზუგდიდშია, წალენჯიხაშია ხალხი, მთელ საქართველოშია ხალხი გამოსული. ოპოზიციაც გარეთ არის, ჩვენ რისი გადაწყვეტაც შეგვიძლია, გადავწყვეტთ. იმიტომ გაგახსენეთ ჩემი დისიდენტობა, არის რაღაც ისეთი თემები, სადაც ჩვენ თქვენი ბევრად უფრო აქტიური მხარდაჭერა და გვერდით დგომა გვჭირდება. როდესაც თქვენ ხედავთ, რომ ქვეყანას არა ერთპარტიული, არამედ კრიმინალური ბანდა მართავს, როდესაც თქვენ ხედავთ, რომ პრემიერ-მინისტრად წოდებული არარაობა გამოდის და მესამე პრეზიდენტზე, მოშიმშილე პრეზიდენტზე ამბობს, რომ მას აქვს თვითმკვლელობის უფლება, როდესაც ხედავთ, თუნდაც კოვიდის გარშემო რაც დაატრიალა ამ ქვეყანაში, ამ ხელისუფლებამ რამდენი მსხვერპლი მოიტანა, თქვენი მხარდაჭერა უნდა იყოს აქტიური“, – განაცხადა სარიშვილმა.