ირინა მილორავა „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ დირექტორად დაინიშნა
ირინა მილორავა „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ დირექტორად დაინიშნა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკ) ყოფილი თავმჯდომარე ირინა მილორავა „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ დირექტორად დაინიშნა.

სიახლე საჯარო რეესტრის მონაცემებში უკვე აისახა. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ბირჟის სამეთვალყურეო საბჭოში გიორგი ჩიქოვანი, მიხეილ ზიბზიბაძე და ზაზა დვალიშვილი შედიან.

ენერგეტიკული ბირჟა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა“ და „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის“ 50-50 პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნდა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ენერგეტიკული ბირჟა წარმოადგენს ნეიტრალურ, ობიექტურ და გამჭვირვალე ორგანიზაციას, რომელიც სათანადო ლიცენზიების მოპოვებისთანავე, უზრუნველყოფს ელექტროენერგიის შესაბამისი ორგანიზებული ბაზრების ოპერატორის ფუნქციების განხორციელებას.