ირინა მილორავა - სამომხმარებლო ტარიფში გათვალისწინებული ლარის კურსის ცვლილებაზე საუბარი ნაადრევია
ირინა მილორავა - სამომხმარებლო ტარიფში გათვალისწინებული ლარის კურსის ცვლილებაზე საუბარი ნაადრევია

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის ირინა მილორავასგანცხადებით, სამომხმარებლო ტარიფში გათვალისწინებული ლარის კურსთან დაკავშირებით საუბარი დღეს ცოტა ნაადრევია.

ამის შესაახებ ირინა მილორავამ სემეკ-ის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, სადაც  ელექტოროენერგეტიკულ სექტორში 13 კომპანიისა და წყალმომარაგების სექტორში მოქმედი 3 კომპანიისთვის 2018-2020 წლების საინვესტიციო გეგმების დამტკიცების საკითხს განიხილავენ.

მისი განმარტებით, დღეს მოქმედ სამომხმარებლო ტარიფში ლარის კურსი 2,50-ის ოდენობით არის გათვალისწინებული.

მისივე თქმით, ამ კუთხით რაიმე ცვლილებაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა სემეკ-ის თავმჯდომარე განმარტავს, რომ ტარიფის საბოლოო დაანგარიშებისას კომისია გაითვალისწინებს
კურსის საშუალო მაჩვენებელს და არა – რომელიმე კონკრეტული თვის მონაცემებს.

“შეგახსენებთ, რომ შარშან ამ დროს ჩვენ 2017 წლის ტარიფს ვადგენდით. დაახლოებით ეს პერიოდი იყო, როცა თბოელექტრო სადგურების ტარიფი დავადგინეთ და გავითვალისწინეთ კურსი 2.73-ით. დღეს კურსი გაცილებით დაბალია და შემიძლია გითხრათ, რომ მიმდინარე წელმა აბსოლუტურად პრობლემების გარეშე გადაიარა, რადგან საშუალო კურსი 2017 წლის მაჩვენებლებით დაახლოებით 2,5 მეათედი ლარის დონეზე იყო. ამიტომ კურსთან დაკავშირებით დღეს მეჩვენება, რომ ცოტა ნაადრევია საუბარი”, – განმარტა ირინა მილორავამ.