ირინა მილორავა ხვალ პარლამენტში სემეკ-ის საქმიანობის წლიურ ანგარიშს წარადგენს
ირინა მილორავა ხვალ პარლამენტში სემეკ-ის საქმიანობის წლიურ ანგარიშს წარადგენს

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, ირინა მილორავა ხვალ სემეკ-ის საქმიანობის 2018 წლის ანგარიშს წარადგენს.

სემეკ-ის ინფორმაციით, ირინა მილორავა დეტალურად ისაუბრებს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში 2018 წელს არსებულ ძირითად ტენდენციებზე, სემეკ-ის მიერ განხორციელებულ პროექტებზე, სატარიფო პოლიტიკაზე, მომსახურების ხარისხსა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით შემუშავებულ რეგულაციებზე.